სათხილამურო ფედერაციის დამფუძნებელი – საქართველომ შეასრულა თავისი ვალდებულებები და მიიღო ასეთი კარგი შედეგი, რაც საქართველოსთვის დიდი მიღწევაა

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის დამფუძნებლის, გიორგი რამიშვილის განცხადებით, ბაკურიანის მსოფლიო თასისთვის საქართველომ თავისი ვალდებულებები შეასრულა და მიიღო კარგი შედეგი, რაც საქართველოსთვის დიდი მიღწევაა.
მისივე შეფასებით, მსოფლიო დონის შეჯიბრის საქართველოში ჩატარება რეალობა გახდა.
„ბაკურიანის მსოფლიო თასი საქართველოსთვის დიდი მიღწევაა. 2023 წლის თებერვლის შეჯიბრის ჩატარების შემდეგ, მსგავსი ღონისძიებები სისტემატური გახდა. მსგავსი ღონისძიების ჩატარება კოხტაზე, სადაც ჩვენ გავიზარდეთ, რეალობა გახდა. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისთვის და ზამთრის სახეობის სპორტის განვითარებისთვის. ამის გაკეთება არ იყო ადვილი, მრავალი წელი კეთდებოდა. საქართველომ შეასრულა თავისი ვალდებულებები და მიიღო ასეთი კარგი შედეგი, რაც საქართველოსთვის დიდი მიღწევაა”, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ