ღირსების დანაშაული ბოლნისში: კაცმა ცოლს იძულებით გადაჰპარსა თავი და ვიდეოკადრები გაავრცელა

ბოლნისში 40 წლის კაცმა ცოლს ორი შვილის თვალწინ თავი გადაჰპარსა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ძალადობის ამსახველი კადრები კი ტელეფონით გადაიღო და თანასოფლელებს გაუგზავნა. მოგვიანებით ვიდეო სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.
ტელეკომპანია „მთავარის“ ცნობით, ძალადობაში ეჭვმიტანილი კაცი უკვე დაკავებულია, ბრალს კი სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.
ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი 19 წლის ქალია, რომელიც, მეზობლების თქმით, ძალადობის შემდეგ სახლიდან გააგდეს.

„რის გამო მოექცა ასე ცოლს, არ ვიცი, მაგრამ ქმარი უკვე დააკავეს, ცოლი კი არ ვიცი, ახლა სად არის. გავიგე, რომ სახლიდან გაუგდიათ“, – ამბობს ერთ-ერთი თანასოფლელი.
„ეს არ არის ოჯახში ძალადობის კლასიკური შემთხვევა, ეს არის ის, რასაც ჩვენ ღირსების დანაშაულს ვეძახით, – უთხრა ტელეკომპანიას იურისტმა და ქალთა უფლებების დამცველმა ბაია პატარაიამ, – ეს არის ადამიანის დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა. მხოლოდ ერთ საქმეზე რეაქციის მიცემა, არ იქნება საკმარისი, სისტემურად უნდა დაიწყოს მუშაობა მოსახლეობასთან, ასეთ პრობლემურ თემებში, სადაც ასეთი დანაშაულები ფიქსირდება, მხოლოდ კონკრეტულ დანაშაულს კი არა, არამედ უნდა დაიწყოს ფართო საგანმანათლებლო მუშაობა“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ