ისინი გრანტებს არიგებენ იმაში, რომ ქვეყანაში დაპირისპირება და გადატრიალება მოაწყონ

ისინი გრანტებს არიგებენ იმაში, რომ ქვეყანაში დაპირისპირება და გადატრიალება მოაწყონ
მე რომ არასამთავრობო ორგანიზაცია შევქმნა პატრიოტულ თემაზე, არცერთი ორგანიზაცია არ დამაფინანსებს, რადგან ეს მათთვის საინტერესო მიმართულება არ არის, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გასცა საფრანგეთის საელჩომ გრანტი კონკურსის გარეშე, განაცხადა, რომ გრანტის საკითხი შეიძლება კარგად შეფუთონ, მაგრამ ზუსტად იციან, რაში უნდა დაიხარჯოს ეს თანხები.
„რა კონკურსებზე საუბრობთ? ან ვინ უნდა ჩაატაროს? ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ ილუზიებიდან გამოხვიდეთ. პირობითად მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ რომ შევქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიმართულება იქნება პატრიოტული თემები, ტრადიციები, კულტურა, ცნობადობის ამაღლება ამ მიმართულებით, შემდეგ მივიდე რომელიმე ორგანიზაციასთან გრანტის მისაღებად, ვერცერთ თეთრს ვერ მივიღებ, იმიტომ, რომ ეს არის მიმართულება და თემა, რომელიც საერთოდ არ აინტერესებთ. პირიქით, ისინი გრანტებს არიგებენ იმაში, რომ დაპირისპირება გაღვივდეს, ექსტრემისტული ორგანიზაციები გაძლიერდნენ, საპატრიარქოს და სარწმუნოების წინააღმდეგ წავიდნენ, სახელმწიფო გადატრიალებას შეუწყონ ხელი.
შესაბამისად, გრანტის საკითხი შეიძლება კარგად შეფუთონ, კონკურსი დაარქვან, მაგრამ ძალიან კარგად იციან, ვის უნდა მისცენ თანხები და რაში უნდა დაიხარჯოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუაშვილი, ადამიანი, რომელიც ოდესღაც სახალხო დამცველი იყო და წესით ადამიანის უფლებათა დაცვაზე უნდა იყოს ორიენტირებული, ფაქტობრივად საუბრობს იმაზე, რომ სისხლისღვრის გზით უნდა შეიცვალოს საქართველოში ხელისუფლება

ქართული დელეგაციის აშშ-ში ვიზიტი და გამართული შეხვედრების შედეგები, ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის სურვილს და პერსპექტივას, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, ხელოვნურად შექმნილი წინაღობების გამო შეუძლებელი იყო