უკრაინაზე მასირებული შეტევის შემდეგ რუსეთმა გამოაცხადა, რომ სამხედრო ობიექტებს დაარტყა

რუსეთმა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევის გამომწვევი მასირებული შეტევის შემდეგ განაცხადა, რომ სამხედრო მრეწველობის ობიექტებს დაარტყა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 24 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ღამით, შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების მაღალი სიზუსტის იარაღით და უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყეს უკრაინის საავიაციო, სარაკეტო-კოსმოსური, მანქანათმშენებელი და ჯავშანსატანკო საწარმოებს და დარტყმის მიზნები მიღწეულია“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არაფერს ამბობს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა 23 აპრილის საღამოდან 24 აპრილის დილამდე სხვადასხვა ტიპის 215 რაკეტა და დრონი გამოიყენეს.
უკრაინის ხელისუფლების თავდაპირველი ინფორმაციით, მასირებული შეტევის შედეგად კიევში, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა.
დღის 12 საათისთვის უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპიკერმა პავლო პეტროვმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდას” განუმარტა, რომ ნაპოვნია 8 იდენტიფიცირებული ცხედარი და სხეულის ნაწილები. პეტროვის თანახმად, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, ეს ნაწილები მეცხრე დაღუპულისაა, თუ უკვე ამოცნობილების.
რაკეტებით და დრონებით რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ უკრაინის ათამდე რეგიონშიც.
კიევსა და ოლქებში დანგრეული ან დაზიანებულია სახლები, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები, ადმინისტრაციული შენობები, საწარმოები და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც