უამინდობის გამო დაიკეტა ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა

დიდთოვლობის გამო დაკეტილია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალი. როკის გვირაბისკენ გადაადგილება ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის აკრძალულია. გადაწყვეტილება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ შაბათს შუადღით მიიღო.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, „მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებისა და უსაფრთხო გადაადგილების პირობების არარსებობის გამო, 23 დეკემბრის 12 საათიდან (მოსკოვის დროით) შემდომ გადაწყვეტილებამდე ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე ორივე მიმართულებით მოძრაობა აკრძალულის ყველა სახის ტრანსპორტისთვის“ – ნათქვამია ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში. ახლა როკის გვირაბის მიმართულებით გადაუღებლად თოვს.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს რუსეთთან ერთადერთი გზა აკავშირებს, რომელიც მთიან რელიეფზე გადის. მისი სიგრძე 164 კმ-ია. ავდრის, დიდთოვლობის და ზვავების გამო, ზამთარში მაგისტრალი გარკვეული დროით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი იზოლირებული რჩება ხოლმე. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ