“ვაპირებთ თუ არა ჩაკვეტაძის გაშვებას”? – “უოტფორდის” მწვრთნელის კომენტარი

დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე, ჩემპიონშიფის 23-ე ტურში “ბლექბერნი” “უოტფორდს” უმასპინძლებს.
სტუმართა მთავარი გუნდის მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბრიტანული გუნდი უახლოეს მომავალში ქართველ ფეხბურთელთან განშორებას არ გეგმავს.
“სიმართლე გითხრათ, არ ვიცი საიდან გაჩნდა ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაკვეტაძის გაშვებას ვაპირებთ. ის ჩვენთან რჩება, რადგან გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და როგორც ადამიანი ძალიან გვიყვარს. კარგი პროფესიონალია და მუშაობას ვაგრძელებთ”, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.
შეგახსენებთ, ჩაკვეტაძე “უოტფორდს” გასულ ზაფხულს ბელგიური “გენტიდან” იჯარის წესით შეუერთდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში