ანა დოლიძე – რძის საკითხზე, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან საჯარო შეხვედრას ვითხოვთ

კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, მ სურსათის ეროვნულ სააგენტოს წერილობით მიმართა.
ანა დოლიძე რძის საკითხზე საჯარო შეხვედრას ითხოვს.
,,სურსათის ეროვნული სააგენტო ვალდებულია დაიცვას ჩვენი ინტერესები იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვჭამთ, რას ვსვამთ და ჯანმრთელია თუ არა ჩვენი გარემო. გაზრდილი სიმსივნეების მაჩვენებელი, როგორც ზრდასრულებში ისე არასრულწლოვანებში იმის მაჩვენებელია, რომ რაღაც კარგად ჩვენ გარემოში არ არის. რძის სკანდალი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, მხოლოდ ერთი დღე გაგრძელდა. ორი განცხადება მოვისმინეთ სააგენტოსგან და თითქოს ყველაფერი დასრულდა. ჩვენ გვჭირდება საჯარო განხილვა მშობლებთან ერთად, სააგენტოს ხელმძღვანელთან პირისპირ. უნდა გავიგოთ, რა ვითარება გვაქვს რძესთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის ჩვენი მომავლის საკითხი და მე ამას ბოლომდე გავყვები“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – ივანიშვილი ღრმა ჩიხშია, საიდანაც კარგი გამოსავალი არ აქვს, ამიტომ კიდევ ბევრ სიგიჟეს ვნახავთ – მთავარია გვახსოვდეს, რომ ყველა ეს სიგიჟე მხოლოდ რეჟიმის სხეულზე უკვე მძიმედ მოდებული სენის ახალი მეტასტაზია