საქართველოს ისრაელიდან ტურისტული შემოსავალი 74%-ით გაეზარდა

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა საქართველოში დან მიღებული მოგზაურობიდან შემოსავლები.
სებ-ის მონაცემებით, ისრაელიდან შემოსავალმა 2025 წლის I კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73.7%-იანი ზრდა აჩვენა და 114.2 მლნ დოლარს გაუტოლდა.
ამავე პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ ისრაელიდან განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 72.9%-ით გაიზარდა და 80,896-ს გაუტოლდა.
ამასთან, იანვარ-მარტში შედარებით მაღალი პროცენტული ზრდა დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან – 19.8% და დან – 12.3%.
ჯამურად, I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 826 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.3%-ით მეტია.
ტურიზმიდან შემოსავლები შემდეგნაირად ნაწილდება:
– 141.8 მლნ დოლარი/კლება 17.2%;
ისრაელი – 114.2 მლნ დოლარი/ზრდა 73.7%;
თურქეთი – 107.1 მლნ დოლარი/კლება 8.8%;
ევროკავშირი – 103.2 მლნ დოლარი/კლება 4.8%;
აზერბაიჯანი – 48.6 მლნ დოლარი/ზრდა 19.8%;
– 33.7 მლნ დოლარი/ზრდა 2%;
სომხეთი – 28.2 მლნ დოლარი/კლება 10%;
ირანი – 27.2 მლნ დოლარი/კლება 8%;
ბელარუსი – 15.9 მლნ დოლარი/კლება 3.8%;
საუდის არაბეთი – 8.7 მლნ დოლარი/ზრდა 12.3%;
დანარჩენი ქვეყნები – 197.4 მლნ დოლარი/ზრდა 6%.