უკრაინა და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნაზე მუშაობას დაიწყებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ვაშინგტონში აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შმიგალის თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს კიევსა და ვაშინგტონს შორის მინერალების შესახებ მომავალი შეთანხმების მნიშვნელოვანი პოლიტიკური ასპექტები, რომელიც კიდევ ერთხელ დადასტურდა ცოტა ხნის წინ ხელმოწერილ მემორანდუმში.
„უკრაინის მთავრობა უდავოდ უჭერს მხარს ამერიკელ და უკრაინელ ხალხებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების დადებას და რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.ა
ამასთან, შმიგალმა შეერთებულ შტატებს მოუწოდა, გაამკაცროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ენერგეტიკის სექტორში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციის გამო.
