სერგეი შოუგუ – დასავლეთის მიერ აგრესიის შემთხვევაში ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას იტოვებს

რუსეთი დასავლეთის მიერ აგრესიის შემთხვევაში ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას იტოვებს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.
„რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნები არამეგობრულ ქმედებებს განახორციელებენ, რომლებიც საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენი ქვეყანა ასეთი ქმედებების აღსაკვეთად და მათი განმეორების თავიდან ასაცილებლად სიმეტრიული და ასიმეტრიული ზომების მიღებას ლეგიტიმურად მიიჩნევს“, – განაცხადა სერგეი შოიგუმ.
მისი თქმით, „ევროპის ქვეყნების სამხედრო მომზადებას ყურადღებით აკვირდება“.
„2024 წლის ნოემბერში „ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლებში“ ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც რუსეთი იტოვებს უფლებას გამოიყენოს ბირთვული იარაღი მისი ან ბელარუსის რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, მათ შორის ჩვეულებრივი ტიპის იარაღის გამოყენებითაც კი“, – აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…