ანდრეი სიბიგა – პუტინი, თავისი ქმედებებით და არა სიტყვებით, აჩვენებს, რომ მხოლოდ ომის გაგრძელება სურს – მის ტერორსა და აგრესიას სისუსტე და დათმობები ვერ შეაჩერებს

რუსეთის გუშინდელი მაქსიმალისტური მოთხოვნები უკრაინის მიმართ – გაიყვანოს ჯარები თავისი რეგიონებიდან, ამ სასტიკ დარტყმებთან ერთად, აჩვენებს, რომ მშვიდობის დაბრკოლებას და არა წარმოადგენს, ზეწოლა უნდა განხორციელდეს მოსკოვზე და არა კიევზე, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე დრონებით და რაკეტებით განხორციელებულ თავდასხმას.
„რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით თავდასხმა განახორციელა, რომლის სამიზნეც კიევსა და სხვა რაიონებში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. უკრაინის დედაქალაქმა განსაკუთრებით საშინელი და ხმაურიანი ღამე გადაიტანა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კიევში 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა, მათ შორის 6 ბავშვი. რუსეთის რაკეტებითა და დრონებით უკრაინის სხვა ქალაქები და თემები შუაღამისას დაიბომბა, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და დაშავდა“, – წერს სიბიგა.
მისი თქმით, პუტინის ტერორსა და აგრესიას სისუსტე და დათმობები ვერ შეაჩერებს.
„პუტინი თავისი ქმედებებით და არა სიტყვებით აჩვენებს, რომ ის არ სცემს პატივს სამშვიდობო ძალისხმევას და მხოლოდ ომის გაგრძელება სურს. მის ტერორსა და აგრესიას სისუსტე და დათმობები ვერ შეაჩერებს. მხოლოდ ძალა და ზეწოლა შეაჩერებს“, – აცხადებს სიბიგა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ევროპა არის სწორედ პატრიოტების, იმ ადამიანების, რომლებიც თავიანთი ქვეყნის იდენტობას იცავენ და ისინი, ვისაც საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს, არც პატრიოტები არიან, არც ჩვენს იდენტობას იცავენ და არც დამოუკიდებლობას

კაია კალასი – დღეს ჩვენ გადამწყვეტ ნაბიჯს ვდგამთ სამართლიანობისკენ, სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე შეთანხმებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ