ბექა ოდიშარია კუბის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და კუბის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია კუბის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, კარლოს ენრიკე ვალდეს დე ლა კონსეფსიონს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის ცნობით, ბექა ოდიშარიამ ელჩს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მუშაობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
მათივე ინფორმაციით, თავის მხრივ, ელჩმა კუბის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის საქმიანობაზე ისაუბრა.
„ბექა ოდიშარიას განცხადებით, სასურველია ორი ქვეყნის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს, რაც მეგობრობის ჯგუფების აქტივობაზეცაა დამოკიდებული. აგრეთვე, აუცილებელია ეკონომიკის, კულტურისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობების განვითარება.
მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ