თინა ბოკუჩავა – მადლობა პრეზიდენტ სააკაშვილს ნდობისთვის, ეს მაძლიერებს – გასაგებია, რატომ ხდება „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ივანიშვილის სამიზნე, რადგან ჩვენი პარტიაა რეჟიმთან წინააღმდეგობის მთავარი ფლაგმანი

მადლობა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ნდობისთვის – პრეზიდენტის ამგვარი მხარდაჭერა მაძლიერებს მეც და მთელ პარტიას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ის მთლიანად უჭერს მხარს პარტიის ლიდერებს.
როგორც ბოკუჩავა წერს, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც „ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან წინააღმდეგობის მთავარი ფრონტი და ფლაგმანია“.
„სრულიად გასაგებია, რატომ ხდება „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ივანიშვილის სამიზნე, რადგან სწორედ ჩვენი პარტია, სწორედ და „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა რიგითი წევრი და მხარდამჭერი არის ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან წინააღმდეგობის მთავარი ფრონტი და ფლაგმანი. ასე იქნება საბოლოო გამარჯვებამდე“,- წერს ბოკუჩავა „ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია