ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გუდაურში გასართობი სივრცეები მოეწყო

2023-24 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, გუდაურში გასართობი აქტივობები გაიმართა, მოეწყო საბავშვო და ფოტო ზონები, კვების ჯიხურები, ბარი და მუსიკალური სივრცე, სადაც წარმოდგენილი იყო DJ Jino Dolini-ისა DJ Vas-ის შემოქმედება. დღის ბოლოს ადგილობრივებისა და სათხილამურო კურორტის სტუმრებისთვის Circus Mircus-ის კონცერტი ჩატარდა.
გუდაურში საზეიმოდ გაიხსნა 2 ახალი საბაგირო და 3 სასრიალო ტრასა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – შეიძლება ისტორიული კატასტროფა დაგვემართოს, თუ საქართველომ დაკარგა უვიზო მიმოსვლა, ეს შესაძლოა სახელმწიფოებრიობის დასასრული აღმოჩნდეს, რაც რუსეთის ძალიან დიდი ხნის ოცნებაა