ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინაში დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ვითხოვთ

ჩვენ ში დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ვითხოვთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ეს ზუსტად ის წინადადებაა, რომელიც მიმდინარე წლის 11 მარტს -მა წამოაყენა. ეს შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას დათანხმდება და მკვლელობებს შეწყვეტს. ჩვენ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისთვის მზად ვართ და ეს არაერთხელ განვაცხადეთ. ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნება ყველა პარტნიორისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, უკრაინა ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობაზეა თანახმა, რომელიც „ცეცხლის შეწყვეტისა და რეალური მშვიდობის მიღწევას“ გამოიწვევს.
„ჩვენს პარტნიორებთან შეხვედრა პარიზში უკვე იყო. დღეს მოლაპარაკებები ლონდონში გრძელდება. მკვლელობების დასრულება ნომერ პირველი პრიორიტეტია. ყველას მადლობელი ვარ, ვინც ამ მიზნის მიღწევისკენ ისწრაფვის და გვეხმარება, რომ ომი დავასრულოთ“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია