ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეუთო-ს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ეუთო-ს აქტიური წევრია და დადებითად შეაფასა ეუთო-სთან თანამშრომლობა.
ფერიდუნ სინირლიოღლუს თქმით კი, ეუთო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას საქართველოში.
პარლამენტის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე, პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობასა და შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე.
შეხვედრაზე, აგრეთვე, განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მნიშვნელობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
„შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ეუთო-სა და ქალაქ ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე მაისურაძემ და პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა