საჯარიმო ქვითრები გამოქვეყნდა ავტომატურად, ვიდეოჯარიმის პრინციპით – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდ – police.ge-ზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლით გათვალისწინებული („შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა) ჯარიმების გამოქვეყნება დაიწყო.
უწყების განცხადებით, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარიმო ქვითრები გამოქვეყნდა ავტომატურად, ვიდეოჯარიმის პრინციპით, რის გამოც მოქალაქეებს მიუვიდათ მოკლეტექსტური შეტყობინება, რომელშიც წერია, რომ საჯარიმო ქვითარი შედგენილია სატრანსპორტო საშუალებაზე.
-ს განცხადებით, ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს.
არაერთი მოქალაქე წერს, რომ ისინი მანქანის არასწორად გაჩერებისთვის დააჯარიმეს, მაშინ როცა მათ ავტომობილი საერთოდ არ ჰყავთ.
· რა უნდა ვიცოდეთ, თუ პოლიცია გვაჯარიმებს აქციასთან დაკავშირებით – იურისტების რეკომენდაცია
· როგორ მოვიქცეთ, თუ აქციაზე დაგვაჯარიმეს – იურისტის განმარტება
· როდის ითვლება საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად – იურისტების განმარტება