გარდაბანში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმდებარე მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე დრამერების მუსიკალური პერფორმანსით დაიწყო, რის შემდგომაც სპეციალურად მოწყობილ სივრცეში პატარების საახალწლო განწყობის შექმნაზე თოვლის ბაბუასთან ერთად ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა იზრუნეს.
„შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა და პარლამენტის წევრმა სავალან მირზოევმა.
გარდაბანში, საახალწლო აქტივობა ნაძვის ხის ანთებით არ სრულდება, 3 იანვარს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, გარდაბანში საახალწლო ღონისძიება გაიმართება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ