“დროა, ვაღიაროთ, რომ სომხეთში არსებობს ქალთა დისკრიმინაცია”, – ამის შესახებ დღეს, 23 აპრილს, სომხეთის მთავრობის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა.
„გარდა ამისა, სომხეთში არსებობს ქალებზე ძალადობა და ოჯახში ძალადობა. ხშირად ამბობენ, რომ ეს რეგიონების პრობლემაა, მაგრამ გეთანხმებით — ეს პრობლემები ერევანშიც არსებობს. ჩვენს საზოგადოებაში არის თემები, რომელზეც მიღებულია ლამაზი სიტყვების თქმა და სადღეგრძელოების თქმაც — მაგალითად, ქალებზე, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მათ მიმართ სრულიად საწინააღმდეგო დამოკიდებულება ვლინდება.
ვფიქრობ, უნდა ვაწარმოოთ ძალიან ძლიერი, გადამწყვეტი და დაუნდობელი ბრძოლა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და შევიმუშაოთ მკაფიო ინსტრუმენტები, მათ შორის განათლებაში — მაგალითად, პრევენციული მიზნებისთვის, შსს-ში სწრაფი რეაგირების მექანიზმები და სხვა. ეს ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს,“ — განაცხადა მირზოიანმა.
