თურქეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 40 წუთის განმავლობაში ქვეყანაში სამი მიწისძვრა დაფიქსირდა, მათგან ყველაზე ძლიერი კი 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.
მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში იყო და ძლიერი ბიძგები სტამბოლსა და მეზობელ პროვინციებში იგრძნობოდა.
ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში