ჯეი დი ვენსი – დროა, უკრაინამ და რუსეთმა აშშ-ის შეთავაზებაზე თქვან „დიახ“ ან აშშ ამ პროცესიდან გავა

დროა, უკრაინამ და რუსეთმა აშშ-ის შეთავაზებაზე „დიახ““ თქვან ან აშშ ამ პროცესიდან გავა, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს გარკვეული ტერიტორიების დათმობა მოუწევთ.
„ვფიქრობ ამჟამინდელი ხაზები, მათთან ახლოს, საბოლოოდ კონფლიქტში ახალი ხაზები იქნება. გარკვეული ტერიტორიების გაცვლა მოუწევთ“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
მისი თქმით, მკვლელობების დასასრულებლად ორივე მხარემ „იარაღი უნდა დაყაროს, ეს გაყინოს და ისინი უკეთესი უკრაინისა და რუსეთის ნამდვილად აშენების საქმეს უნდა შეუდგნენ“.
ამასთან, ვენსმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მიმართ „ოპტიმისტურადაა განწყობილი“.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს