თეთრი სახლის სპიკერი – ირანი წითელ ზღვაში კომერციული გემების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობს

ირანი წითელ ზღვაში კომერციული გემების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი, ედრიენ უოტსონი ავრცელებს.
„ჩვენ ვიცით, რომ ირანი წითელ ზღვაში კომერციული გემების წინააღმდეგ ოპერაციების დაგეგმვაში აქტიურად არის ჩართული. ეს ჰუსიტების მიერ რეგიონის დესტაბილიზაციის ქმედებების იმ გრძელვადიან მატერიალურ მხარდაჭერას შეესაბამება, რომელსაც ირანი ახორციელებს“, – განაცხადა ედრიენ უოტსონმა.
„ეს საერთაშორისო გამოწვევაა, რომელიც კოლექტიურ მოქმედებას მოითხოვს“, – აღნიშნა უოტსონმა.
ირანი წითელ ზღვაში ჰუსიტების მიერ განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობას უარყოფს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში, აშშ-მა საზღვაო კოალიცია შექმნა, რომელშიც 20 სახელმწიფოა ჩართული და წითელ ზღვაში გემების დაცვას ისახავს მიზნად.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ