მოსკოვთან ახლოს, სამხედრო ბაზაზე, ჭურვი აფეთქდა – გამოცხადდა ევაკუაცია

მოსკოვთან ახლოს, სამხედრო ბაზაზე ჭურვი აფეთქდა. შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა იარაღის საწყობს. დაშავდა 4 ადამიანი. მათგან სამი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ასევე, გამოცხადდა ევაკუაცია და სამი ახლომდებარე დასახლებიდან გაიყვანეს დაახლოებით 450 ადამიანი.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს. გამოცემა წერ, რომ მიზეზად უსაფრთხოების ნორმების დარღვევა განიხილება.
BBC-ს ცნობით, შემთხვევის გამოსაძიებლად შეიქმნა სპეციალური კომისია. გამოცემისვე ინფორმაციით, ვლადიმირის ოლქის (სადაც მოხდა აფეთქებები) გუბერნატორმა, ალექსანდრ ევდეევმა მოსახლეობა და მედია გააფრთხილა, თავი შეიკავონ არაოფიციალური ინფორმაციის გავრცელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჯარიმებით დაემუქრა.