თამთა მიქელაძე: დევნილები უკვე წლებია სტრუქტურულ უგულებელყოფის და მიტოვებულობის რეალობაში ცხოვრობენ

“საბერიოში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების ოჯახს სახელმწიფომ ბინა გადასცა.
ეს ერთი შეხედვით კარგი ამბავია, მაგრამ არსებობს მძიმე და უპატიებელი კითხვები:
რატომ ვერ მიიღო ამ ოჯახმა ბინა მანამდე, როდესაც თავად წლობით ითხოვდა სახელმწიფოსგან დახმარებას და სწორედ ამის არარსებობის გამო, უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა ოკუპირებულ გალში?
მაინცდამაინც უმძიმესი მსხვერპლი უნდა გვქონდეს დევნილ თემში, რომ დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ეღირსოთ სახელმწიფოსგან?
გვჭირდება სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ სისხლის, თავგანწირვის და ტრაგედიის პასუხად “მოქმედებს”?
შეგახსენებთ, რომ დევნილთა ნახევარი ჯერ კიდევ ელოდება ბინას, ასობით ოჯახი კი ავარიულ და ღირსებისთვის შეუსაბამო პირობებში ცხოვრობს. ამასთან არაერთი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ფორმალურად დაკანონებულ, მაგრამ უმძიმეს სოციალურ გარემოში.
დევნილები უკვე წლებია სტრუქტურულ უგულებელყოფის და მიტოვებულობის რეალობაში ცხოვრობენ.
ნაცვლად უნივერსალური პოლიტიკისა, რომელიც ყველა დევნილს სათანადო საცხოვრებელ გარემოს და ღირსეულ სოციალურ დაცვას შესთავაზებდა, ისინი მუდმივი და გაჭიანურებული მოლოდინის, დაპირების, სიღარიბისა და საბოლოო უიმედობის რეალობაში ცხოვრობენ,” – წერს სოციალურ ქსელში „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის