“ნატოს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, ჩვენი პოლიტიკის სრულფასოვანი თანხვედრა გვჭირდება, რომ შუა დერეფანში ჩვენი ადგილი და როლი ჩავაბეტონოთ,” – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეას” თავმჯდომარე თინა ხიდაშელმა „ანალიტიკას“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, შუა დერეფნის ათვისება სათანადოდ არ ხდება და ეს მთავარი პრობლემაა.
შუა დერეფანი არსად არ წავა და არ გაქრება, საუბარია იმაზე რამდენად იქნება ის მთავარი საიმედო გზა დასავლეთისთვის. რამდენად ინტენსიურად მოხდება მისი პოტენციალის ათვისება და გამოყენება. შუა დერეფნის მთავარი პრობლემაა, რომ მისი პოტენციალის ათვისება და გამოყენება სათანადოდ არ ხდება. ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე საქართველოზე არ არის დამოკიდებული, მნიშვნელოვანია თურქეთის პოზიციონირება. იმ არჩევანით რასაც თურქეთი გააკეთებს, საქართველოს სასარგებლოდ თუ არა, მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება ჩვენი როლი და ფუნქციაც.
ჩვენ ყველა მონაწილესთან [ნატოს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან] სრულფასოვანი თანხვედრა გვჭირდება ჩვენი პოლიტიკის, იმისათვის რომ ამ შუა დერეფანში ჩვენი ადგილი და როლი ჩავაბეტონოთ და მეორეს მხრივ ჩვენი ინტერესები სრულად იყოს წარმოდგენილი, როგორც ეკონომიკური და სავაჭრო ისე უსაფრთხოების.
შუა დერეფნის ინტერესი ჩვენთვის რამდენიმე შრეზე გადის და მათ შორის არის რეგიონული ვაჭრობა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი დატვირთვა მოდის, საიდანაც ჩვენ სარგებელი შეიძლება მივიღოთ, მოდის რეგიონულ ვაჭრობაზე და აქაც მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის როლი”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.