ილჰამ ალიევი ჩინეთს ეწვია

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სი ძინპინის შეხვედრა, ასევე, შეხვედრები სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან.
აზერბაიჯანული სამთავრობო მედიის ცნობით, 22 აპრილს აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრომ და ჩინეთის სახელმწიფო კომპანიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს ენერგეტიკის სფეროში. ჯერჯერობით დეტალები უცნობია.
ვიზიტის წინა დღეს, ჩინეთის სახელმწიფო მედია Xinhua-ში გამოქვეყნდა პრეზიდენტ ალიევთან ინტერვიუ, რომელშიც ალიევი ორი ქვეყნის მზარდ სავაჭრო კავშირებსა და „საერთო ღირებულებებზე“ საუბრობს.
ალიევის განცხადებით, 2024 წლის ივლისში „სტრატეგიული პარტნიორობის“ გაფორმების შემდეგ ბაქოსა და პეკინს შორის ურთიერთობები „ისტორიულ ფაზაში“ გადავიდა.
ალიევის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 20,7%-ით გაიზარდა და 3,7 მილიარდ დოლარს მიაღწია. მან ხაზი გაუსვა „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ მნიშვნელობას და თქვა, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს ინიციატივას.
ეს ვიზიტი დაანონსდა აპრილის დასაწყისში, როდესაც ბაქოს ეწვია და ალიევს შეხვდა ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრი ლიუ ძინჩაუ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – შალვა პაპუაშვილმა ნაკლები ისაუბროს ხინკალზე და მეტი ისაუბროს ევროინტეგრაციაზე – სად ნახეს დიპლომატები აქციებში წინასაარჩევნოდ? ეს არის თითიდან გამოწოვილი ბრალდებები

პროკურორი ნინო დათაშვილის ექსპერტიზაზე – ხაზგასმით ვამბობ, რომ არა მსგავსი შინაარსის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოდგენა დაცვის მხარის მიერ, ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება ბრალდების მხრიდან არც დადგებოდა