ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკუშა კაცია – ქრისტე აღსდგა, არც ერთი ნაბიჯი უკან!

ქრისტე აღსდგა, არც ერთი ნაბიჯი უკან! ბოლომდე! – ეს სიტყვები სასამართლოს სხდომათა დარბაზში შემოსვლისას ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა ნიკუშა კაციამ განაცხადა.
ამ წუთებში სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, ორ მოწმეს დაკითხავენ. მათგან ერთი გამომძიებელია, მეორე კი ქიმიური ექსპერტი, რომელმაც ნარკოტიკული საშუალების სახეობა და ოდენობა განსაზღვრა.
ცნობისთვის, ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
უფრო კონკრეტულად, კაციას 14 გრამ კოკაინის ქონას ედავებიან. ის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და დაკავებას მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მის აქტიურ მონაწილეობას უკავშირებს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის