– ნუ ელოდებით, რომ რომელიმე საელჩო გამოვა და პოლიციელებზე თავდასხმას დაგმობს – ის, რაც დედაქალაქის ქუჩებში ხდებოდა, უცხოეთიდან დაფინანსებით, ჩვეულებრივად პოლიტიკური პროცესი და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო

ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ რომელიმე საელჩო გამოვა და პოლიციელებზე თავდასხმას დაგმობს, – ასე უპასუხა თბილისის მერმა მ ჟურნალისტის კითხვას, „დედაქალაქში მიმდინარე აქციების დროს დაშავებულ პოლიციელებზე“.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ის, რაც დედაქალაქში გასული თვეების განმავლობაში ხდებოდა, უცხოეთიდან იმართებოდა.
„ნუ ელოდებით, რომ რაიმე ტიპის განცხადება გაკეთდება, იმიტომ, რომ ის, რაც დედაქალაქის ქუჩებში ხდებოდა, რა თქმა უნდა, ხდებოდა უცხოეთიდან დაფინანსებით. ეს იყო ჩვეულებრივად პოლიტიკური პროცესი და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. შესაბამისად, ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ რომელიმე საელჩო გამოვა და დაგმობს პოლიციელებზე თავდასხმას – იმ უბედურებას, რაც ხდებოდა პეტარდების, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლით. ეს, რა თქმა უნდა, მოდიოდა უცხოეთიდან, უცხოური თანხებით და უცხოეთიდან ორგანიზებული რევოლუციური სცენარი იყო, თუმცა არ გამოუვიდათ. დღეს სახელმწიფო და მისი ყველა ინსტიტუცია მოწოდების სიმაღლეზეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის