ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტზე – მისასალმებელია მსგავსი ტიპის ვიზიტები – რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას, საინტერესო არ არის, რადგან ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, გვყავს რადიკალური დაჯგუფება, აგენტურა, ქვეყნის მტრები

ეუთოს გენერალური მდივანი ოფიციალური ვიზიტით არის ჩამოსული. ოპოზიციის დამოკიდებულებას რაც შეეხება, ვფიქრობ, არსებითად საინტერესო არ არის. ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, რადიკალური დაჯგუფება გვყავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოში იმყოფება.
„სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს, ოფიციალური ვიზიტით არის ჩამოსული. ოპოზიციის დამოკიდებულებას რაც შეეხება, ვფიქრობ, არსებითად საინტერესო არ არის. ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, რადიკალური დაჯგუფება გვყავს, აგენტურა, ქვეყნის მტრები, რომლებიც დაკავებულები არიან ძირითადად მოღალატეობრივი ქმედებებით, სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებით. იცით, ეუთოს გენერალური მდივანი საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, პარლამენტში გაიმართება შეხვედრა. მისასალმებელია მსგავსი ტიპის ვიზიტები“,-აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ვიზიტით ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია.
ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. ასევე, დაგეგმილია ეუთო-ს გენერალური მდივნის შეხვედრა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის