91 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსეთის სახვითი ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი, მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი ზურაბ წერეთელი.
„დიახ, ეს დღეს მოხდა, ღამით, ორის ნახევარზე,“ – უთხრა ინტერფაქსს მხატვრის თანაშემწემ სერგი შაგულაშვილმა.
ზურაბ წერეთელი 1934 წლის 4 იანვარს დაიბადა თბილისში. 1958 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია სპეციალობით „მხატვარ-მონუმენტალისტი“
მისი ნამუშევრები მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის, საქართველოში. ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია, „თავისუფლების მონუმენტი“ – წმინდა გიორგის ქანდაკება, რომელიც 2006 წლის 23 ნოემბერს აღმართეს თავისუფლების მოედანზე.