რუსეთმა ძებნილად გამოაცხადა ჟურნალისტი და კინოკრიტიკოსი ეკატერინა ბარაბაში

რუსეთმა ძებნილად გამოაცხადა ჟურნალისტი და კინოკრიტიკოსი ეკატერინა ბარაბაში. მას შინაპატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
ს სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ეკატერინა ბარაბაში სახლში აღარ დახვდათ. ამის გამო, 21 აპრილს, მოსკოვის პუშკინის რაიონის სასამართლომ ბარაბაშს აღკვეთის ზომა, შინაპატიმრობა დაუსწრებლად შეუცვალა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრობით.
ეკატერინა ბარაბაში, რომელიც ბერლინიდან ბრუნდებოდა, რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით 25 თებერვალს, მოსკოვის აეროპორტში დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ზომად შინაპატიმრობა შეუფარდა.
აპრილის დასაწყისში ს იუსტიციის სამინისტრომ ბარაბაში „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში შეიყვანა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის