ნგრევა მოჰყვა ოდესის, კიევის და ხარკოვის ოლქებზე რუსეთის მორიგ შეტევას

რუსეთის ჯარებმა ზე მორიგი იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით. არიან დაშავებულები.
ოდესის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქზე დრონებით მასირებული შეტევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, ნაწილობრივ დანგრეული, ან დაზიანებულია სახლები და სასწავლო დაწესებულება.
ს ოლქის ადმინისტრაციის ცნობით, ბუჩის რაიონში დაზიანდა ექვსი სახლი და ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთი მშენებარე ობიექტის ტერიტორიაზე.
ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავიადარტყმის შედეგად იზიუმის რაონში დაიჭრა ორი მშვიდობიანი მოქალაქე, დაზიანებულია 10-ზე მეტი სახლი, მაღაზიები და ფოსტა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 22 აპრილს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმებული არ არის, გასული ღამიდან მოწინააღმდეგემ გამოიყენა სხვადასხვა ტიპის 54 დრონი.
სარდლობის თანახმად, საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 38 ე.წ. დამრტყმელი დრონი ჩამოაგდეს უკრაინის ჩრდილოეთ, სამხრეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში, ხოლო 16 „უპილოტო-იმიტატორი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.
უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ იუწყება ც. თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით დადასტურებული არ არის, ღამის განმავლობაში გაანადგურეს 10 უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან – 5 ყირიმში, 3 – ბელგოროდის ოლქში და 2 – ორიოლის ოლქში.
რუსეთის ხელისუფლებას ინფორმაცია ნგრევის, ან მსხვერპლის შესახებ არ გაუვრცელებია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

მიხეილ სააკაშვილი – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული – ლიდერების დეფიციტის პირობებში, თვითორგანიზებაა ერთადერთი სწორი გამოსავალი