: ხომ მაქვს უფლება აზრი გამაჩნდეს? მოკრძალებული, მაგრამ გულწრფელი…

“ხომ მაქვს უფლება აზრი გამაჩნდეს?
მოკრძალებული, მაგრამ გულწრფელი…
ჰოდა დათო გორგილაძის “აუტანელი სიმსუბუქის” დახურვამ ძალიან დამწყვიტა გული…
მე სულ სულ პირველი სტუმარი ვიყავი და მაქვს სუბიექტური დამოკიდებულებაც, თავად დათო მიყვარს, თეკლა ძალიან ძვირფასია (რეჟისორი) და მთელი გუნდი, ვინც გადაცემაზე მუშაობდა, მაგრამ შორი პლანიდან რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ ველოდებოდი მის საუბარს ყოველ ახალ რესპოდენტთან და ძალიან მსიამოვნებდა თითოეული გადაცემის ნახვა. რამდენიმეზე სრულიად გავგიჟდი, მათ შორის ჩემს მეგობრებთან ინტერვიებუზე, როცა კიდევ უფრო მეტი გავიგე ან მეტად გავუგე ასეთ ახლო ადამიანებს!
მოკლედ ამ პროექტმა გაამართლა და თუ რეიტინგი უფრო ნაკლები აქვს, ვიდრე გია ჯაჯანიძის გადაცემას ან ოდესღაც მაიას პროფილს, ეგ ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ცხადია ბეთჰოვენზე მეტი მსმენელი ბრიტნის პირსს ყავს და მერე?
მეტი არაფერი!” – წერს სოციალურ ქსელში .

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა