გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ნაწილს წყალი შეფერხებით მიეწოდება, ხოლო წყლის ხარისხი ფაქტობრივად არ მოწმდება – აუდიტი

აუდიტის ბოლო დასკვნით, მიუხედავად იმისა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტმა 2021-2022 წლების საბიუჯეტო რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი წყლის სისტემების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე გახარჯა, მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება, ხოლო წყლის ხარისხი, ფაქტობრივად არ მოწმდება. აუდიტის სამსახურმა აღმოაჩინა ისიც, რომ სასმელი წყლის მიწოდებას არალიცენზირებული პირი ახორციელებს.
“გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის წყალმომარაგების სისტემური პრობლემაა: მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს შესაბამისი პროფილის პასუხისმგებელი სუბიექტი; მოსახლეობის ძირითად ნაწილს სასმელი წყალი ცენტრალიზებულად არ მიეწოდება, ხოლო მიწოდებული წყალი არ იწმინდება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საქმიანობა მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდებისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად არასაკმარისია”, – წერია დასკვნაში, რომელიც 22 დეკემბერს გამოქვეყნდა.
აუდიტმა დაადგინა, რომ 2021-2022 წლებში, სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტმა 1,159.8 ათასი ლარი გახარჯა, თუმცა მოსახლეობას მაინც დაუქლორავი და შეუმოწმებელი წყალი მიეწოდება.
“ქალაქ გარდაბნისა და მუნიციპალიტეტის 18 სოფელში მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებას შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ უზრუნველყოფს.
20 სოფელში მცხოვრები 9 283 ოჯახის წყალმომარაგებას ემსახურება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ “გარდაბანსერვისი”, რომელიც არ ფლობს კანონით განსაზღვრულ ლიცენზიას. აღნიშნულ 20 სოფელში მოსახლეობას წყალი მიეწოდება გრაფიკით, ხოლო დანარჩენი 5 სოფლის 5 428 ოჯახისათვის წყლის სისტემები არ არის მოწყობილი (სარგებლობენ ბუნებრივი წყაროებით)”, – წერს აუდიტი და ამატებს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილი წყლის სისტემა, ჭაბურღილები და სათავე ნაგებობები, საიდანაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება, არ არის აღჭურვილი გამწმენდი ნაგებობებით და წყლის დაქლორვის საშუალებებით:
“არ ტარდება წყლის სისტემატური ლაბორატორიული შემოწმება სასმელად ვარგისიანობის შესახებ. მიუხედავად ამისა, პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტს შესაბამისი ღონისძიებები არ აქვს გატარებული”.
აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით შეიმუშაოს სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმავს და შეასრულებს კომპლექსურ ღონისძიებებს, მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების გასაუმჯობესებლად. მათივე განცხადებით, წყალმომარაგება ლიცენზირებულმა სუბიექტმა უნდა უზრუნველყოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს