ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის განცხადებას შიმშილობის გამოცხადების შემდეგ ტკბილეულის ჭამას ადარებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ეს იგივეა, რომ საუზმესა და სადილს შორის შიმშილობა გამოაცხადო და შემდეგ ფარულად ტკბილეულის ჭამა განაგრძო“, – აღნიშნა ლიპავსკიმ.
მისი თქმით, გამოცხადებული ზავის პერიოდში რუსეთი სროლას და თავდასხმებს აგრძელებდა.
„ამიტომ, ამგვარად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უფრო მედია ტრიუკია, ვიდრე რეალობა“, – აღნიშნა ლიპავსკიმ.
მისი თქმით, რუსეთს რომ ომი არ სურდეს, არასდროს დაიწყებდა მას.
„ამიტომ, ახლა ერთადერთი შანსია, რომ უკრაინამ წარმატებით დაიცვას თავი, რათა რუსეთმა სამხედრო საშუალებებით ვერ მიაღწიოს თავის მიზნებს“, – აღნიშნა ლიპავსკიმ.
