“მერია გაჯარიმებს, პოლიცია გაჯარიმებს, ყველა გაჯარიმებს” – 3 მლნ 1 წელიწადში – უბილეთო მგზავრების ჯარიმები

ტვ პირველის ინფორმაციით, არასრულ ერთ წელიწადში მოქალაქებიდან ამოღებულია სამ მილიონზე მეტი ლარი, მხოლოდ უბილეთოთ მგზავრობისას დაჯარიმებით. მოქალაქეები, მედიასთან ამბობენ, რომ ტრანსპორტი მოუწესრიგებელია, მუდმივად ისეთ ხალხმრავლობაა ტრანსპორტში, რომ ზოგჯერ კონტროლიორის ამოსვლამდე, ბილეთის აღებას ფიზიკურად ვერ ასწრებენ.
მედიის ცნობით, გასულ წელთან შედარებით, ჯარიმების ოდენობა 70 პროცენტითაა გაზრდილი.
მოქალაქეები:
მერია გაჯარიმებს, პოლიცია გაჯარიმებს, ყველა გაჯარიმებს, ავტობუსში რომ ადიხარ, ზოგჯერ იმდენი ხალხია, ვერ ასწრებ ბილეთის აღებას, რომ ჩამოვალ ავტობუსიდან, თუ არ მექნება ბილეთი, მერე დამაჯარიმე, ხო?
საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის დასრულებამდე, სანამ თბილისელები არ მიიღებენ გამართულ პროდუქტს, ბუნებრივია, მათ გაძვირებული ტარიფის გადახდა არ უნდა უწევდეთ. ჯარიმები გახდა უკვე გაუსაძლისი, ამ ჯარიმებიდან გადახდილი თანხა მიდის ბიუჯეტში, ბიუჯეტიდან, სად მიდის, ყველამ კარგა ვიცით. ევროპაში, ბევრ ქვეყანაში, უახლოეს მომავალში, უფასოც შეიძლება გახდეს უკვე ტრანსპორტი, ჩვენ ვღებულობთ გაძვირებულ ტრანსპორტს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ