დიდი გადალაგება – დაბრუნდება, თუ არა, ოფიციალურად ივანიშვილი პოლიტიკაში? – წინასაახალწლო კრება და კობახიძის მისალმება

ტვ პირველის ინფორმაციით, ახალ წლამდე ერთი დღით ადრე “ქართული ოცნება” შიდა გადალაგებას იწყებს. 30 დეკემბერს მოულოდნელად მმართველი პარტის ყრილობა ჩაინიშნა და ისიც ვიწრო წრეში. 350-მა დელეგატმა პარტიაში შიდა ცვლილებები უნდა დაამტკიცოს.
მედიის ცნობით, პოლიტსაბჭოს შემადგენლობიდან პარლამენტის ყოფილ თავამჯდომარეს კახა კუჭავას და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ეკა ტიკარაძეს უშვებენ, თუმცა, როგორც ჩანს, დღის წესრიგი ასეთი მწირი არ იქნება, რადგან ეს ორი ყოფილი მაღალჩინოსანი უკვე ისედაც წასულია ფაქტობრივად პარტიიდან და საეჭვია მხოლოდ მათი ფორმალური ამორიცხვისთვის ახალი წლის წინა დღეს ჩაენიშნათ სხდომა.
მივა თუ არა შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი?
“ჩვენ მხოლოდ მივესალმებით” – ასე პასუხობს კობახიძე “პირველების” კითხვას ივანიშვილის პოლტიკაში მესამედ შემობრუნებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ