ბენქსის ახალი ინსტალაცია ლონდონში დაახლოებით ერთ საათში ჩამოხსნეს

ბენქსიმ სამხრეთ ლონდონში ახალი ინსტალაცია განათავსა, რომელიც ომის საწინააღმდეგო მესიჯს ატარებდა. ინტალაცია საგზაო ნიშანზე “სდექ” გამოსახული სამხედრო თვითმფრინავების სილუეტები იყო, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ჰამას-ს ომს ეხმიანებოდა. ინსტალაცია სამოქალაქო პირებმა დაახლოებით ერთ საათში ჩამოხსნეს.
22 დეკემბერს ხელოვანმა თავად დაადასტურა, რომ ლონდონის სამხრეთში გამოჩენილი ინსტალაცია ნამდვილად მას ეკუთვნოდა. ხელოვანმა, რომლის ვინაობა უცნობია, ინსტალაციის ფოტოები თავის Instagra-ის გვერდზე გამოაქვეყნა. ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის თქმით, მათ არანაირი შეტყობინება ან საჩივარი არ მიუღიათ ინსტალაციის უკანონოდ ჩამოხსნის ან მოპარვის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

მწერალი ალექ ჩიღვინაძე: „0 თანაგრძნობა“ მაქვს! 0! – რამდენჯერმე გაიმეორა. ეს ფრაზა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას, ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, ეწინააღმდეგება ქართულ კულტურას

ნიკოლოზ რაჭველი: ჩემი ნაწერით ახლა შესაძლოა გარკვეულ პრობლემას მეც ვუქმნიდე კოლექტივს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში ვხელმძღვანელობ და რომლის ერთ დროს გადარჩენასა და გაძლიერებაში გია ყანჩელთან და ლექსო თორაძესთან ერთად მასაც აქვს უდიდესი დამსახურება!