უკრაინა ახსნა-განმარტებას ითხოვს Fox News-გან წარწერის – „კიევი, რუსეთი“-ს გამო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკულ საინფორმაციო არხ Fox News-ს ახსნა-განმარტებას სთხოვს იმის გამო, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სააღდგომო მსახურების ტრანსლაციის დროს ს ქალაქად იყო მონიშნული.
“თუ ეს შეცდომა იყო და არა შეგნებული პოლიტიკური განცხადება, მაშინ ბოდიში უნდა მოიხადონ და გამოიძიონ, ვინ დაუშვა ეს შეცდომა,” – დაწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გეორგი ტიჰიმ.
Fox News-ის უცნაურ “შეცდომაზე” სოციალურ ქსელ X-ში დაწერა ცნობილმა ბელორუსმა ბლოგერმა, მაქსიმ მიროვიჩმა:
“ტელეკომპანია Fox News-მა, გარდა იმისა, რომ კიევი “რუსულ ქალაქად” მოიხსენია, 30 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში აჩვენებდა პუტინთან ერთად ჩატარებულ ღვთისმსახურებას, თითქოს რუსული არხი “Спас”-ი იყოს.
კიდევ ერთხელ – ერთ-ერთმა უმსხვილესმა ამერიკულმა არხმა აჩვენა არა სრულად განადგურებული ბახმუტი, არა ბომბები უკრაინის ქალაქებში, არა მარიუპოლის ნანგრევები – არამედ პუტინი.
ამერიკა, რა გჭირს?”
СПАС — რუსეთის ფედერალური მართლმადიდებლური ტელეარხი, „ყველაზე დიდი მისიონერული პროექტი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა“.) იყოს.
Fox News-ი 20 აპრილს, გამთენიისას, გადასცემდა რეპორტაჟებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე სააღდგომო მსახურებებიდან. თავდაპირველად კიევის კადრებს სწორი ტიტრები ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ წარწერა შეიცვალა “კიევი, რუსეთი”-თ.
წელს აღდგომა ერთ დღეს (20 აპრილი) იზეიმეს როგორც დასავლური, ისე აღმოსავლური წესის ქრისტიანებმა. ჩვეულებრივ, აღდგომა ერთ დღეს აქვთ კათოლიკეებისა და პროტესტანტების უმრავლესობას, ხოლო მართლმადიდებლების ნაწილს სხვა დროს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ