რუსეთის თავდაცვის უწყება – უკრაინულმა დრონებმა 900-ზე მეტი თავდასხმა განახორციელეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ღამით 900-ზე მეტი თავდასხმა და საბრძოლო მასალის ჩამოყრა განახორციელეს, მათ შორის სასაზღვრო ზონაში, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
“ღამის განმავლობაში, მტერმა გამოიყენა 48 თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინულმა ქვედანაყოფებმა ჩვენი ჯარების პოზიციებს ქვემეხებიდან და ნაღმტყორცნებიდან ცეცხლი 444-ჯერ გაუხსნეს, უპილოტო საფრენი აპარატებიდან 900 დარტყმა განახორციელეს და სხვადასხვა საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს. მათ შორის ბრიანსკის, კურსკის და ბელგოროდის ოლქების სასაზღვრო რაიონებში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების მტკიცებით, არიან დაღუპულები და დაშავებულები, დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: მიაქციეთ ყურადღება სიტყვას: „მოქალაქე“. პროკურატურა მალავს, რომ სინამდვილეში ეს „მოქალაქე“ მათი აგენტი-პროვოკატორია (რომლის ვინაობაც ვიცით) და ექიმს დანაშაულის პროვოცირება მოუწყეს

დავით ფანჯაკიძე – მინდა, რომ როცა დავსხდებით ფინჯან ყავასთან და გავარჩევთ საკითხებს, გვერდით გამოიაროს ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენთან ერთად დალიოს ყავა, ხოლო გვერდით მაგიდასთან იჯდეს მიხეილ სააკაშვილი – ეს არის ნორმალური ქვეყანა

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური – უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის დანაკარგების საერთო რაოდენობა, დაჭრილების ჩათვლით, 1.5 მილიონ ადამიანს შეადგენს – აქედან 500 000 მოკლულია