მაცხოვრის აღდგომას ევანგელურ-ლუთერული ეკლესიაც ზეიმობს

საქართველოში მცხოვრები ლუთერები ქრისტიანული სამყაროს უმთავრეს მოვლენას, იესო მაცხოვრის აღდგომას ზეიმობენ.
რელიგიის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის შერიგების ეკლესიაში საზეიმო მსახურებას ეპისკოპოსი როლფ ბარაისი უძღვებოდა.
„საქართველოს მთავრობისა და რელიგიის სააგენტოს სახელით, ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო დასს აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ. სააღდგომო ღონისძიებას ესწრებოდა რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი ნინო ასათიანი. მაცხოვრის აღდგომა – უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული აღნიშნეს დღეს რუსთავში მცხოვრებმა ლუთერებმა. საზეიმო წირვა მშვიდობის ევანგელურ-ლუთერულ ტაძარში აღავლინა ტაძრის პასტორმა, ირინა სოლეიმ. წირვას დაესწრო და საქართველოს მთავრობის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით მრევლს აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა ქვემო ქართლში აბაი ფაშაევმა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: მიაქციეთ ყურადღება სიტყვას: „მოქალაქე“. პროკურატურა მალავს, რომ სინამდვილეში ეს „მოქალაქე“ მათი აგენტი-პროვოკატორია (რომლის ვინაობაც ვიცით) და ექიმს დანაშაულის პროვოცირება მოუწყეს

დავით ფანჯაკიძე – მინდა, რომ როცა დავსხდებით ფინჯან ყავასთან და გავარჩევთ საკითხებს, გვერდით გამოიაროს ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენთან ერთად დალიოს ყავა, ხოლო გვერდით მაგიდასთან იჯდეს მიხეილ სააკაშვილი – ეს არის ნორმალური ქვეყანა

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური – უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის დანაკარგების საერთო რაოდენობა, დაჭრილების ჩათვლით, 1.5 მილიონ ადამიანს შეადგენს – აქედან 500 000 მოკლულია