ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ღაზაში ბრძოლა გააგრძელოს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებით, ისრაელს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ღაზას სექტორში ბრძოლა გააგრძელოს.
მისივე თქმით, არ დაასრულებს ომს „ჰამასის“ განადგურებამდე, მძევლების გათავისუფლებამდე და იმის უზრუნველყოფამდე, რომ ღაზას ტერიტორია ისრაელისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს, – ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელი უზრუნველყოფს იმას, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ჰქონდეს. გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ღაზას ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმებმა 48 საათში 90-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები, იმსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ევროპარლამენტარებთან განვიხილეთ ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა – გარწმუნებთ, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა დიდ ბრიტანეთშიც

ამირან გამყრელიძე – არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა – გადაწყვეტილების მიმღებებს გთხოვთ, თავი შევიკავოთ მეტი ესკალაციისგან და მოვნახოთ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს