რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან თავის ტერიტორიაზე გაიყვანა 744 ათასი უკრაინელი ბავშვი გადაიყვანა, – განუცხადა გამოცემა “ესპრესოს” პროექტ Bring Kids Back UA-ის დირექტორმა, დარია ზარვინამ.
“სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე უკრაინას თავის ტერიტორიაზე 7 მილიონი ბავშვი ჰყავდა. უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩება დაახლოებით 1,6 მილიონი ბავშვი. რუსეთმა განაცხადა, რომ თავის ტერიტორიაზე 744 ათასი უკრაინელი ბავშვი გადაიყვანა, ძირითადად მშობლებთან ერთად”, – აღნიშნა დარია ზარვინამ.
მისი თქმით, ამ დროს უკრაინა ვერც ადასტურებს ამ ინფორმაციას და ვერც უარყოფს, რადგან რუსეთი უკრაინას და საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აწვდის მონაცემებს. მას შემდეგ კი, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა, რუსეთმა სრულად შეწყვიტა დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების შესახებ საჯარო ინფორმაციის გაცემა.
როგორც დარია ზარვინას ამბობს, უცნობია, რამდენი ბავშვი დაიღუპა და რამდენი დაშორდა მშობლებს 2022 წლის თებერვლის სშემდეგ.
“უკრაინამ ოფიციალურად დააფიქსირა ბავშვების უკანონო დეპორტაციის ან იძულებითი გადაადგილების მინიმუმ 19 546 შემთხვევა. რეალური რიცხვი გაცილებით დიდია, მაგრამ რუსეთი ბლოკავს ინფორმაციას, რაც შეუძლებელს ხდის ამ დანაშაულის მასშტაბის სრულ შეფასებას. Bring Kids Back UA-ს ინიციატივის წყალობით, ჩვენ უკვე შევძელით 1269 ბავშვის დაბრუნება, მათ შორის 449-ისა ბოლო წლის განმავლობაში, 18 ბავშვი დავაბრუნეთ 2025 წლის მარტში”, – დასძინა მან.
უკრაინის ოფიციალური მონაცემებით, ომის დროს რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე 20 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი აღმოჩნდა. უკრაინის სახალხო დამცველის რწმუნებული დიმიტრო ლუბინეცი ვარაუდობს, რომ რუსეთმა უკრაინიდან უკანონოდ გაიყვანა მინიმუმ 150 ათასი ბავშვი. სახალხო დამცველის რწმუნებული ბავშვთა უფლებების საკითხებში დარია გერასიმოვი ასახელებს „რამდენიმე ასეულ ათას ბავშვს, ანუ სადღაც 200-300 ათასს”.
„26 თებერვლის მდგომარეობით, უკრაინამ შეძლო 1227 ბავშვის დაბრუნება რუსეთიდან და დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან“, – განაცხადა უკრაინის პირველმა ლედიმ ელენა ზელენსკაიამ.
2023 წლის მარტში ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტისა და ბავშვთა ომბუდსმენის დაკავების ორდერები გასცა. ვლადიმირ პუტინსა და მარია ლვოვა-ბელოვას ბრალად ედებათ ომის დანაშაულების ჩადენა – უკრაინის მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების, იძულებითი დეპორტაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
ფორუმი
