14 მოკლული და 25 დაჭრილი პრაღის უნივერსიტეტში – რა მოტივი ჰქონდა ამავე უნივერსიტეტის 24 წლის სტუდენტს და რას ადასტურებს პოლიცია

ყველაზე სისხლიანი და ტრაგიკული დღე ჩეხეთის უახლეს ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 24 წლის სტუდენტმა, რომელიც სერიული მკვლელი აღმოჩნდა. პრაღის უნივერსიტეტში 14 ადამიანი დახვრიტა. თავდამსხმელი სროლას 15-20 წუთის განმავლობაში არ წყვეტდა.
სტუდენტები და აკადემიური პერსონალი თავის გადარჩენას ყველა გზით ცდილობდა. ვინც გაქცევა ვერ მოასწრო, აუდიტორიებს აფარებდა თავს და ცდილობდა სამიზნე არ გამხდარიყო.
რამდენიმე საათის შემდეგ, ამბის თვითმხილველები ჰყვებოდნენ, რომ მომხდარის დაჯერება უჭირთ.
თავდასხმის ზონაში არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები, თუმცა ში მცხოვრები ქართველები “კურიერს” უყვებიან რა ხდებოდა ქალაქში, რომელიც გუშინ პანიკამ მოიცვა.
პოლიციამ დაადასტურა, რომ სროლის შედეგად დაღუპული 14-ვე პირი ჩეხეთის მოქალაქეა. 25 დაჭრილს შორის, ორი დან, ერთი კი ნიდერლანდებიდან არის. ოფიციალურად დადასტურდა თავდამსხმელის ვინაობაც – დავიდ კოზაკი ამავე უნივერსიტეტში მსოფლიო ისტორიას სწავლობდა და წარჩინებული სტუდენტი იყო. ვერსიების გაჟღერებას ოფიციალური უწყებები არ ჩქარობენ, თუმცა ერთი-ერთი მათგანის მიხედვით, კოზაკის შთაგონების წყარო რუსეთში, კერძოდ ბრიანსკსა და ყაზანში მომხდარი ფაქტები იყო, რა დროსაც მოსწავლეებმა თანაკლასელები დახოცეს.
პოლიციაც და ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები აღიარებენ, რომ ინდივიდის მიერ მასობრივი მკვლელობის მოწყობის მოლოდინი არავის ჰქონდა და ეს ჩეხეთის რეალობაში წარმოუდგენელი ფაქტია.
ჩეხეთში საზოგადოება უკვე სვამს კითხვებს უსაფრთხოების ნორმებთან და იარაღთან დაკავშირებულ კანონმდებლობასთან მიმართებაში, რადგან დავიდ კოზაკს, როგორც შემთხვევის ადგილზე, ასევე სახლში აღმოჩენილი ყველა იარაღი სნაიპერული შაშხანების ჩათვლით ლეგალურად ნაყიდი და რეგისტრირებული ჰქონდა. ამ თემის ირგვლივ საზოგადოების მღელვარებას ადასტურებს ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე, რომელსაც “კურიერი” ში დაუკავშირდა.
გამოძიებას ამ ეტაპზე დადასტურებული აქვს, რომ 24 წლის დავით კოზაკმა, ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ თავი მოიკლა. ასევე დადასტურდა რომ უნივერსიტეტში მისვლამდე მან საკუთარი მამა მოკლა. გრძელდება მუშაობა იმის დასადგენად, აქვს თუ არა მას კავშირი 15 დეკემბერს პრაღასთან ახლოს, კლანოვიცეს ტყეში მომხდარ დანაშაულთან, სადაც ახალგაზრდა კაცი და მისი 2 თვის შვილი მოკლეს. ხვალ ჩეხეთში გლოვის დღეა გამოცხადებული.
ქვეყანა უკვე იღებს სამძიმარს მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან. პრაღაში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი. ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. ჩეხ ხალხს სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკიის მთავარ ეპისკოპოსს სამძიმრის წერილი გაუგზავნა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოსთან დაკავშირებით ახალი სადეპუტატო კითხვებით მიმართა, რომელიც მთავრობის მიერ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას ეხება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა