სულ ცოტა ხანში სლოგანი “ევროპას – კი, ევროკავშირს – არა” მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი -ს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებას „ მზად არის, უარი თქვას სა და რუსეთს შორის ომის დასრულების ძალისხმევაზე, თუ უახლოესს მომავალში მშვიდობისკენ მიმავალი მკაფიო გზა არ გამოჩნდება“ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ამ განცხადებით ამერიკამ ბრიუსელს ღიად მიანიშნა, რომ მოსკოვთან ომში მათი მომავალი ბედი არ აღელვებს.
„უკრაინის კრიზისის მშვიდობით დაგვირგვინების პროცესიდან აშშ-ს გამოსვლა ნიშნავს იმას, რომ ევრობიუროკრატების “ქორების” პარტია (საფრანგეთი, გერმანია + დიდი ბრიტანეთი და მათი ბალტიისპირელი ლაქიები) ხვალ შეიძლება პირისპირ დარჩეს “ჟანგიანი ტანკების” ამარა დარჩენილ რუსეთთან. კრემლთან კუნთებით თამაშს ევროკავშირის დანარჩენი წევრი სახელმწიფოები ნამდვილად არ აპირებენ, ამიტომ გაუგებარია, რაზე არიან წამსვლელები ქალბატონ ურსულას “უშიშარი” რაზმები, როდესაც ამ ომში მათ ის უკანასკნელი უკრაინელიც გამოელევათ. ამ განცხადებით, აშშ-მ ღიად მიანიშნა, რომ მოსკოვთან ომში ბრიუსელის მომავალი ბედი მას დიდად არ აღელვებს.
პრაგმატიკოსი ევროპელი ლიდერები ამიტომაც, სთავაზობენ დონალდ ტრამპს იმეგობროს ევროპასთან და არა ევროკავშირთან. ამას მიუძღვნა თავისი წარმატებული ვოიაჟი ვაშინგტონში, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ. სულ ცოტა ხანში სლოგანი “ევროპას – კი, ევროკავშირს – არა” მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მანჩო გიორგობიანმა დანაშაულის შემდეგ წინასწარ დაწერა ზღაპარი ფეისბუქზე, ფეიკ ალიბი, როცა მიხვდა რომ დაიჭერდნენ მომხდარის გამო, რათა შემდეგ ემტკიცებინა, რომ შს მინისტრის ლანძღვის გამო დაიჭირეს და არა დანაშაულის

კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იქნება ეს საჯარო ფიგურა თუ რიგითი მოქალაქე – როცა ადამიანი არღვევს კანონებს, ვალდებულია აგოს პასუხი და ვერავითარი პოლიტიკური სპეკულაცია ვერ გადაარჩენს

თუ ვინმეს აქვს ოპოზიციაში იმის ილუზია, რომ საქართველოსთვის ეპოქალურ, 7 მილიარდიან ინვესტიციას იაფი პროპაგანდით ჩააგდებს და შემდეგ ვიგინდარა ვარლამ გოლეთიანივით შერჩება ეს ავანტიურა – ძალიან ცდება!

ევრობიუროკრატიიდან საქართველოსთვის დაუმსახურებლად გამოცხადებული “ცივი ომის” ფონზე, გრძელდება მზადება ევროპულ ოჯახში დამკვიდრებისთვის, ევროკავშირის ღირებულებები არ უდრის “ბერლემონის” შენობის ჩინოსანთა ახირებებს