ოკუპირებულ აფხაზეთში მინისტრთა დე-ფაქტო კაბინეტი დაკომპლექტდა

ოკუპირებული ს დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურა დაამტკიცა და მთავრობის წევრები დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, ხუთამდე გაიზარდა „ვიცე-პრემიერების“ რაოდენობა, „მინისტრების“ კი თხუთმეტამდე.
დე ფაქტო ვიცე-პრეპრემიერები იქნებიან:
· ჯანსუხ ნანბა;
· ტარას ხაგბა;
· ვარაზდატ მინოსიანი;
· რობერტ კიუტი;
· იატირ აჟიბა.
დე ფაქტო საგარეო უწყებას სერგეი შამბას ნაცვლად ოლეგ ბარციცი უხელმძღვანელებს, რომელიც გუნბას ერთ-ერთი კონკურენტი იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე. რამდენიმე სამინისტროს ხელმძღვანელი არ შეიცვალა, მათ შორის თავდაცვის მინისტრად ისევ ვლადიმირ ანუა დაინიშნა.
დე ფაქტო სამინისტროებს უხელმღვანელებენ:
· საგარეო საქმეთა მიმართულებით – ოლეგ ბარციცი;
· კულტურის მიმართულებით – დაურ კოვე;
· თავდაცვის მიმართულებით -ვლადიმერ ანუა;
· ჯანდაცვის მიმართულებით -ედუარდ ბუტბა;
· შემოსავლების მიმართულებით – ედგარ ბენია;
· განათლების მიმართულებით – ხანა გუნბა;
· ფინანსთა მიმართულებით – საიდ გუბაზი;
· სოფლის მეურნეობის მიმართულებით – ბესლან ჯოპუა;
· იუსტიციის მიმართულებით – ანრი ბარციცი;
· ეკონომიკის მიმართულებით – თეიმურაზ მიქვაბია;
· ენერგეტიკის მიმართულებით – ბატალ მუშბა;
· სოციალური უზრუნველყოფისა და დემოგრაფიული პოლიტიკის მიმართულებით – რუსლან აჟბა.
რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნა ვლადიმერ დელბა.
2025 წლის 2 აპრილს ბადრა გუნბა ოფიციალურად შეუდგა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.
ინაუგურაციის ცერემონიის დაწყებამდე მან სოხუმის სანაპიროზე უმასპინძლა ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს.
წყარო: რადიო თავისუფლება