რომში, აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს

რომში -ისა და ირანის დელეგაციებს შორის თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ, აბას არაღჩსა და ს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი რომში, ომანის საელჩოში მიმდინარეობს.
მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ „გონივრული და ლოგიკური ბირთვული შეთანხმების მისაღწევად შესაძლებლობა ყველა მხარემ უნდა გამოიყენოს“.
შეგახსენებთ, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველ რაუნდი გასულ შაბათს ომანის დედაქალაქ მასკატში, ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბადრ ბინ ჰამად ალ ბუსაიდის შუამავლობით გაიმართა. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ორივე მხარემ „კონსტრუქციულად“ შეაფასა.