მაია სანდუ – რუსეთს სურს, მოლდოვის ხელმძღვანელობა იმ ხალხით შეცვალოს, რომელთა კონტროლიც შეუძლია

რუსეთს სურს, რომ მოლდოვის ხელმძღვანელობა იმ ხალხით შეცვალოს, რომელთა კონტროლიც შეუძლია, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ უპრეცედენტო ჩარევა გასულ წელსაც ვნახეთ და აშკარაა, რომ ს შედეგებზე გავლენის მოხდენას წელსაც შეეცდებიან. კრემლი ფსონს იმაზე დებს, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა იმ ხალხით შეცვალოს, რომელთა კონტროლიც შეუძლია. ეს მხოლოდ მოლდოვას არ ეხება, რადგან რუსეთს ახლა აინტერესებს. თუ ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებს, მაშინ მოლდოვის რესპუბლიკას უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს“, – განაცხადა მაია სანდუმ.
მისი თქმით, იმის რისკი არსებობს, რომ რუსეთმა მოლდოვა ომში ჩაითრიოს.
„ჩვენ სთან 1200კმ სიგრძის საზღვარი გვაქვს. წარმოიდგინეთ, რომ ერთ ღამეში მეგობარ ქვეყანასთან საზღვარი მოსკოვის მიერ კონტროლირებად ქვეყანასთან საზღვრად გადაიქცეს. რა თქმა უნდა, აქ რისკები უკრაინისთვის არსებობს, მაგრამ რისკები მოლდოვის რესპუბლიკისთვისაც იზრდება, რადგან ამ გზით რუსეთს მოლდოვის ომში ჩათრევა შეუძლია“, – აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, მოლდოვაში საპარლამენტო 28 სექტემბერს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გახარიას შეეფერება ფრაზა: „მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, თავის ღალატსაც ღალატობს“, უცხოეთიდან გვმოძღვრავს, თითქოს, სამშობლოს ერთგულებაზე საუბრობს – „ლელოს“ რომ გაუერთიანდით, ლიდერებს არ შერცხვათ?

ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს – მადლობა გაქვთ გადასახდელი უმრავლესობის თითოეული წევრისთვის, რომ მოგეცით უფლება, დღეს აქ სხედხართ და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები გქვიათ