“დაჟინებით ვთხოვე ეუთოს გენმდივანს თბილისში ვიზიტი გადადოს” – უილსონი

რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ეუთოს გენერალურ მდივანს თბილისში ვიზიტის გადადება სთხოვა.
უილსონის განმარტებით, “ივანიშვილის არალეგიტიმურ რეჟიმთან ნებისმიერი ვიზიტი მათი ტირანული ხელისუფლების მოწონებად იქნება აღქმული”.
როგორც ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, დაჟინებით ვთხოვე ეუთოს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოგლუს თბილისში ვიზიტი გადადოს. ივანიშვილის არალეგიტიმურ რეჟიმთან ნებისმიერი ვიზიტი დამახინჯებულად იქნება აღქმული, როგორც მათი ტირანული ხელისუფლების მოწონება. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველ ხალხს”, – წერს უილსონი

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი