აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების გამო, მომავალი კვირიდან ჩინური ელ. კომერციის გიგანტებზე Temu-სა და Shein-ზე პროდუქტი გაძვირდება, – ამის შესახებ theguardian.com წერს.
Shein და Temu ამერიკელ მომხმარებელს აფრთხილებენ, რომ ჩინეთიდან იმპორტზე მკაცრი ტარიფების დაწესების გამო, ისინი იძულებული არიან ფასები შეცვალონ.
როგორც კომპანიებში აღნიშნავენ, ბოლო დროს გლობალური სავაჭრო წესების ცვლილებების გამო, მათი საოპერაციო ხარჯები გაიზარდა და 25 აპრილიდან განახლებული ფასების ჩაშვება უწევთ.
